მიხეილ კალატოზიშვილი
მიხეილ კალატოზოვი | |
---|---|
დაბადების სახელი | მიხეილ კალატოზიშვილი |
დაბადების თარიღი |
28 დეკემბერი, 1903 თბილისი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
26 მარტი, 1973 (69 წლის) მოსკოვი, საბჭოთა კავშირი |
საქმიანობა | რეჟისორი, ოპერატორი, სცენარისტი |
აქტიური | 1960-1969 |
შვილ(ებ)ი | გიორგი კალატოზიშვილი |
მშობლები | მამა: კონსტანტინე კალატოზიშვილი |
ჯილდოები | „მიფრინავენ წეროები“ (1958) |
მიხეილ კალატოზიშვილი (კალატოზოვი) (დ. 28 დეკემბერი [ძვ. სტ. 15 დეკემბერი], 1903, თბილისი — გ. 26 მარტი, 1973, მოსკოვი) — ქართველი კინორეჟისორი. სსრკ სახალხო არტისტი (1969).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარიერის დასაწყისში კალატოზიშვილი მუშაობდა ფირის დამწებებლად, კინომექანიკოსად, მძღოლად, ლაბორანტად, მემონტაჟედ, მსახიობად („სამი სიცოცხლე“, „ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე“), ოპერატორად („ორთქმავალი 1000ბ“, „გიული“), სცენარისტად („ბოშური სისხლი“), ოპერატორის ასისტენტად („ჯანყი გურიაში“). აქვეყნებდა წერილებს ჟურნალში „მემარცხენეობა“, რომლებშიც აქტიურად გამოთქვამდა აზრს კინოს შესახებ
კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი რეჟისორული ნამუშევარია ფილმი „მათი სამეფო“ (1928). შემდეგ გადაიღო ფილმი „ჯიმ შვანთე“ („მარილი სვანეთს“, 1930) - ნოვატორული, პოეტური ნაწარმოები, რომელშიც დოკუმენტური და მხატვრული კინოს სანახაობითი პრინციპები ერთმანეთშია შერწყმული. 1933 წელს კალატოზიშვილი შევიდა ლენინგრადის ხელოვნებათმცოდნეობის აკადემიაში. 1934-36 წლებში იყო სახკინმრეწვის დირექტორი.
სარეჟისორო მოღვაწეობას დაუბრუნდა 1939 (ფილმი „მამაცობა“). 1941 წელს დადგა ფილმი „ვალერი ჩკალოვი“. ფილმი „განწირულთა შეთქმულება“ შექმნილია ნ. ვირტას ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით (1950, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951). შემდეგი ეტაპი რეჟისორის შემოქმედებითს ბიოგრაფიაში იწყება კინოკომედია „ერთგული მეგობრებით“ (1954), რომელშიც ლირიკა და პოეტურობა ოსტატურადაა შერწყმული სატირასა და გროტესკთან. ფილმი „პირველი ეშელონი“ (1956) ეძღვნება საბჭოთა ახალგაზრდობის მამაცობასა და გმირობას. მსოფლიო აღიარება მოიპოვა კალატოზიშვილის ფილმმა „მიფრინავენ წეროები“ (1957, ოქროს პალმის რტო კანის XI საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1958). ფილმში, რომელიც ყველა დროის საუკეთესო საბჭოთა ფილმად გამოცხადდა, სრულყოფილად აისახა ომისა და მშვიდობის, სიყვარულისა და მეგობრობის, ახალგაზრდობის თემა. ტაიგაში დაღუპული გეოლოგების ჯგუფის ტრაგიკულ ამბავს ეძღვნება ფილმი „გაუგზავნელი წერილი“ (1960, ვ. ოსიპოვის მოთხრობის მიხედვით). უ. ნობილეს ჩრდილოეთ პოლუსის ექსპედიციის საბუთები დაედო საფუძვლად იტალია-სსრკ-ის ერთობლივ ფილმს „წითელი კარავი“ (1970, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1971). კალატოზიშვილი დაჯილდოებულია 3 ორდენითა და მედლებით.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1944 — წითელი ვარსკვლავის ორდენი
- 1950 — რსფსრ-ს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1950 — შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1950 — კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის მშვიდობის პრემია ფილმისათვის „განწირულთა შეთქმულება“
- 1951 — სტალინური პრემია 1950 წლის ფილმისთვის „განწირულთა შეთქმულება“
- 1954 — კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი — „ბროლის გლობუსი“ ფილმისათვის „ერთგული მეგობრები“
- 1958 — კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი ოქროს პალმის რტო ფილმისათვის „მიფრინავენ წეროები“
- 1964 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი[1]
- 1969 — სსრკ სახალხო არტისტი
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1930 — უსინათლო
- 1930 — ჯიმ შვანთე
- 1931 — ლურსმანი ჩექმაში
- 1939 — მამაცობა (Мужество)
- 1941 — ვალერი ჩკალოვი (Валерий Чкалов)
- 1942 — დაუმარცხებლები (Непобедимые)
- 1950 — განწირულთა შეთქმულება (Заговор обречённых)
- 1953 — Вихри враждебные (Вихри враждебные)
- 1954 — ერთგული მეგობრები (Верные друзья)
- 1955 — პირველი ეშელონი (Первый эшелон)
- 1957 — მიფრინავენ წეროები (Летят журавли)
- 1959 — გაუგზავნელი წერილი (Неотправленное письмо)
- 1964 — მე — კუბა (Я — Куба)
- 1969 — წითელი კარავი (Красная палатка)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Кремлев Г., Михаил Калатозов, М., 1964;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 328.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მხეიძე, ნინო., ქართველი კინორეჟისორები : ნარკვევების კრებული : ნაწილი I, თბ., 2005. — გვ. 240. 33–55 გვ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიხეილ კალატოზიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ეროვნული ფილმოგრაფია — მიხეილ კალატოზიშვილი
- მიხეილ კალატოზიშვილი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- მიხეილ კალატოზიშვილი - 100
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართველი კინორეჟისორები
- საბჭოთა კინორეჟისორები
- ქართველი სცენარისტები
- დაბადებული 28 დეკემბერი
- დაბადებული 1903
- თბილისში დაბადებულები
- გარდაცვლილი 26 მარტი
- გარდაცვლილი 1973
- მოსკოვში გარდაცვლილები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- რსფსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალრები
- ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე დაკრძალულები